საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თარიღი: 10/09/2021

ბრძანების N::

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმი N 9

10.09. 2021

დღის წესრიგი:

1.  2021-2022 სასწავლო წლის მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარში ცვლილებების შეტანის დამტკიცება.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა ელექტრონულად

განსახილველ საკითხთან დაკავშირებული  მასალები წინასწარ გაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის  სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები:

ლალი სურმანიძე, იამზე კუტალაძე, მზია წერეთელი.

ასოცირებული პროფესორები:

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, მაია მესტვირიშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი,  ანასტასია ქიტიაშვილი, ია აფთარაშვილი, თამარ აბაშიძე,  ლილი ხეჩუაშვილი, ნინო ლაბარტყავა.

განათლების  მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი:

ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი :

ზაქარია ქიტიაშვილი, იზაბელა პეტრიაშვილი

კენჭისყრაში სულ მონაწილეობდა 18  წევრი

განიხილეს:

1. 2021-2022 სასწავლო წლის მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარში ცვლილებების შეტანა

ფაკულტეტის საბჭოს წევრებმა განიხილეს 2021-2022 სასწავლო წლის მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარში შესულისი ცვლილებება. კერძოდ, სამაგისტრო პროგრამამ „გავლენებისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგია" - გაიარა აკრედიტაცია და, შესაბამისად, მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარს დაემატება ახალი აკრედიტებული პროგრამა. პროგრამის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, პროგრამა მიიღებს 10 სტუდენტს

ფაკულტეტის საბჭომ ჯენჭი უყარა წინადადებას, შევიდეს ცვლილება ანკეტა-კითხვარში - ახალაკრედიტებული სამაგისტრო პროგრამა „გავლენებისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგია“.

მომხრე: 18

 წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:  დამტკიცდეს 2021-2022 სასწავლო წლის მაგისტრატურის ანკეტა- კითხვარში შესული  ცვლილება.

 

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე      

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია